დაბრუნების წესები

მათარაში ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არის გაუხსნელი, გამოუყენებელი და სრულად შენარჩუნებულია მისი საწყისი მდგომარეობა.

დაბრუნებისთვის აუცილებელია

  • პროდუქტი იყოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა ჩაიბარა;
  • სრულად შენარჩუნებული იყოს ორიგინალი შეფუთვა;
  • პროდუქტს არ აღენიშნებოდეს გამოყენების ან დაზიანების კვალი;
  • თან ახლდეს ყველა აქსესუარი და კომპლექტაცია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ

  • თუ დაზიანებულია პროდუქტის შეფუთვა, პროდუქტი დაბრუნებას არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, გამოყენებულია თუ არა.
  • გახსნილი ან გამოყენებული პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია.
  • დაბრუნებისას პროდუქტი გადის ვიზუალურ შემოწმებას.

ტრანსპორტირების ხარჯი

დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯს ფარავს მომხმარებელი.

მათარა იტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს დაბრუნებაზე, თუ პროდუქტი არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.