მათარაში ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არის გაუხსნელი, გამოუყენებელი და სრულად შენარჩუნებულია მისი საწყისი მდგომარეობა.
დაბრუნებისთვის აუცილებელია
- პროდუქტი იყოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა ჩაიბარა;
- სრულად შენარჩუნებული იყოს ორიგინალი შეფუთვა;
- პროდუქტს არ აღენიშნებოდეს გამოყენების ან დაზიანების კვალი;
- თან ახლდეს ყველა აქსესუარი და კომპლექტაცია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ
- თუ დაზიანებულია პროდუქტის შეფუთვა, პროდუქტი დაბრუნებას არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, გამოყენებულია თუ არა.
- გახსნილი ან გამოყენებული პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია.
- დაბრუნებისას პროდუქტი გადის ვიზუალურ შემოწმებას.
ტრანსპორტირების ხარჯი
დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯს ფარავს მომხმარებელი.
მათარა იტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს დაბრუნებაზე, თუ პროდუქტი არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.